“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დაახლოებით 47 ოსური დიასპორაა, სხვა ქვეყნებში- 27. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია დღეს ოსური დიასპორა. ვფიქრობ, მათი უპირველესი ამოცანა სამხრეთ ოსეთის დახმარება უნდა გახდეს, ვინაიდან რაც მეტი აღიარების აქტი იქნება სხვა ქვეყნების მხრიდან, მით უკეთესი იქნება მთელი ოსი ხალხისთვის”, – ამის შესახებ ცხინვალში საზოგადოებრივი მოძრაობა “ოსთა უმაღლესი საბჭოს” წარმომადგენელმა რობერტ გაგლოითიმ სააგენტო რეს-ს განუცხადა.
2008 წლის 27 აგვისტოს რუსეთის დუმამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. რუსეთის ფედერაციის გარდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. მათ რიცხვს ლუგანსკი და დონეცკიც შეუერთდნენ.
![]() |
|
|





