ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრა მოხსნა და “ნაძირალა” მიაწერა

16 დეკემბერი, 2019 • 2321
ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრა მოხსნა და “ნაძირალა” მიაწერა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა, რის შემდეგაც “ღორი” და “ნაძირალა” მიაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ ხოშტარია თავად ავრცელებს.

როგორც დეპუტატი ამბობს, აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი, დატოვებს თუ არა საკრებულოს მანდატს “ქართული ოცნების” დეპუტატი. ხოშტარიას თქმით, სწორედ ამიტომ, მისი კაბინეტის შესასვლელიდან აბრა ჩამოხსნა და “დააწერა ის, რაც ეკუთვნის”:

საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ, რომელმაც ცხნივალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს აგინა, ასევე, დაადანაშაულა პროვოკაციაში. მომიტინგეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ.

ამავე თემაზე

ერეკლე კუხიანიძე ამჯერად ცხინვალის KGB-ს ვერსიას ავრცელებს გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი