ახალი ამბები

„ხვალამდე დაველოდებით“ – კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დასრულდა

16 დეკემბერი, 2019 • 985
„ხვალამდე დაველოდებით“ – კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დასრულდა

თბილისის საკრებულოს წინ დასრულა აქცია დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, რომელმაც ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს ყოფილმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს ხვალამდე, 17 დეკემბრამდე აძლევენ ვადას, რათა კუხიანიძეს უფლებამოსილება შეუჩერონ.

„[საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი] ტყემალაძემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია კუხიანიძის პოზიცია… მითხრა, რომ ხვალ გამოვაცხადებთ, კუხიანიძესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთო. დღეს გვითხრეს, რომ დღეს ითათბირებენ და ხვალ გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას [შეუჩერებენ თუ არა უფლებამოსილებას]“, — განუცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

პროტესტი მოჰყვა კუხიანიძის ფეისბუკის პოსტს, სადაც მან დაწერა: „ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია]

საკრებულოდან გამოგვაძევეს – საკრებულოს წევრი

საკრებულოს შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფი იყო შეკრებილი. აქცია თავდაპირველად ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობამ“ დააანონსა. მათ შენობასთან ნაგვის ურნა მიიტანეს კუხიანიძის გამოსახულებიანი სტიკერით.

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი