თამაზ ელიზბარაშვილის თავშესფრის ინფორმაციით, მოზარდმა, სანდრო ივანაშვილმა დაბადების დღეზე შეგროვებული ფულით ძაღლებს 3 ტომარა მშრალი საკვები უყიდა.
“სანდროს გუშინ დაბადების დღე ქონდა. ფულს აგროვებდა, თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო“, – წერს ელიზბარაშვილის თავშესაფარი ფეისბუკზე.
ამავე განცხადებაში, წერია, რომ თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს, სანდროსნაირი მოქალაქეები კი არსებობაში ეხმარებიან.