ახალი ამბები

მოზარდმა შეგროვებული ფულით ძაღლთა თავშესაფარს საკვები უყიდა

16 დეკემბერი, 2019 • 872
მოზარდმა შეგროვებული ფულით ძაღლთა თავშესაფარს საკვები უყიდა

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესფრის ინფორმაციით, მოზარდმა, სანდრო ივანაშვილმა დაბადების დღეზე შეგროვებული ფულით ძაღლებს 3 ტომარა მშრალი საკვები უყიდა.

“სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა . ფულს აგროვებდა, თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო“, – წერს ელიზბარაშვილის თავშესაფარი ფეისბუკზე.

ამავე განცხადებაში, წერია, რომ თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს, სანდროს მსგავსი მოქალაქეები კი მას არსებობაში ეხმარებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი