ახალი ამბები

ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად- გახარია

14 დეკემბერი, 2019 • 1073
ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად- გახარია

14 დეკემბერს თბილისში “ოცნების” ორგანიზებულ მრავალათასიან აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მიმართა და ევროპაში ინტეგრაციასა და ამაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე ისაუბრა:

“ძაან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა ჩვენ თითოეულ ჩვენ პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო, აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია”, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, “ყველას არ გვილხინს”, მაგრამ საქართველო არასოდეს არ ყოფილა ევროპასთან ასე ახლოს:

“მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც ევროპასთან არასოდეს გვქონია ისე ახლო ურთიერთობა როგორც დღეს. ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში, დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ, ის რაც ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენ ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელმაც ათას… [პაუზა] მეგობრებო, ევროპა არის საქართველოს წარსული, ევროპა არის საქართველოს დღევანდელი დღე და ევროპა არის საქართველოს მომავალი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ მიუხედავად იმისა, რომ არიან ბევრი ძალები რომლებიც ეწინააღმდეგეებიან ჩვენ ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობაა ადამიანი, ექიმი რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით დღეს იყოს აი ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვებისკენ ევროპის ფარგლებში”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი