ახალი ამბები

შეაფასეთ გვარამიას გინება – ვოლსკი თანაგუდელის გინების შესახებ დასმულ კითხვაზე

14 დეკემბერი, 2019 • 1462
შეაფასეთ გვარამიას გინება – ვოლსკი თანაგუდელის გინების შესახებ დასმულ კითხვაზე

“შეიძლება  ზედმეტი ემოციაა, მაგრამ არ არის მართებული”-  თავდაპირველად ასეთი კომენტარი გააკეთა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ  თანაგუნდელის მიერ ექიმ გაფრინდაშვილის ოჯახის გინებაზე .  

თუმცა ჟურნალისტ ვახო სანაიას დამატებითმა კითხვამ, უნდა დადგეს თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხი და რომ  ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი არ არის ერთადერთი ვისაც საკრებულოს წევრი აგინებს, ვოლსკი გააღიზიანა: 

“მე ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გამოვხატე და გარკვეულწილად ვუპასუხე და ახლა თქვენ თუ გინებაზე გინდათ მაინც და მაინც ლაპარაკი,  შეგიძლიათ კურსები გახსნათ, თქვენი კოლეგა და თანამებრძოლი გვარამია როგორ აგინებს და როგორ იგინება და ხალხს როგორ მოიხსენიებს, ვინც აქ დგას”, – უპასუხა ვოლსკიმ. 

“მე დეპუტატზე გეკითხებით ბატონო გია, თქვენ კი გვარამიაზე, გვარამია თვითონაა პასუხისმგებელი” – უთხრა წამყვანმა, რაზედაც ვოლსკიმ კვლავ გვარამიაზე მიუთითა: 

“თუ გინებაზე გული შეგტკივათ, გამოდით თქვენი ტელევიზია და შეაფასეთ გვარამია”. 

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი