ახალი ამბები

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებული გახდა

14 დეკემბერი, 2019 • 1676
ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებული გახდა

სპორტსმენი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიცია ცემაში დაადანაშაულა, დღეს, 14 დეკემბერს ჩინეთის მასტერსის გამარჯვებული გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენმა და ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ   მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბექაურმა ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მოყვა, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, სადაც სცემეს. სპორტსმენი იხსენებს, რომ ცემის დროს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით კი  ბექაურის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

“ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი