ახალი ამბები

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

8 დეკემბერი, 2019 • 4762
ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენი და ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ გუშინ საღამოს მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბექაურმა ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მოყვა, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა ის ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, სადაც სცემეს. სპორტსმენი იხსენებს, რომ ცემის დროს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ლაშა ბექაური ამბობს, რომ პოლიციელებმა მას განყოფილებაში სცემეს, ბოლოს კი იარაღით დაემუქრნენ, მეორე დღეს კი გამოუშვეს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ბექაურის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

“ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი