“ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა ჯერ კიდევ 2 წლის წინ მსჯელობა. ამ საკითხზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს მე პირადად. გუნდშიც ვიცი, რომ არ არის საერთო აზრი ამ საკითხზე. ეს არის ჩვენი ნარკოპოლიტიკის აბსოლუტურად გადახედვა. ასე რომ, ამის შედეგებს სჭირდება ძალიან კარგი ანალიზი. ვიცი, რომ ახალგაზრდები ემოციურად ამ საკითხზე საუბრობენ, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ამის სავალალო შედეგები ჩვენ უნდა გავიაზროთ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობას უფრო ბედნიერი და ძლიერი მომავალი, ვიფიქროთ მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე და არა – მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული და არ საუბრობს მთის საკითხებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, რაც ჩვენთვის უნდა იყოს ყველაზე მტკივნეული საკითხი და საუბრობენ, რომ მარიხუანა თავისუფლად მოწიონ ქუჩებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
2 ივნისს მთარობის ადმინისტრაციის წინ გაიმართა აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
მსგავსი შინაარსის აქციები წინა წლებშიც იმართებოდა მოძრაობა “2.06”-ის ორგანიზებით. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშრიებით კანონმდებლობა მკაცრია.







