ახალი ამბები

შსს: თემქის დასახლებაში პირი ცივი იარაღით მოკლეს

4 ივნისი, 2015 •
შსს: თემქის დასახლებაში პირი ცივი იარაღით მოკლეს

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 64 წლის ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ივანე გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მინდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი