ახალი ამბები

“ოცნება” 14 დეკემბრის აქციის პროგრამას არ ასაჯაროებს

13 დეკემბერი, 2019 • 2864
“ოცნება” 14 დეკემბრის აქციის პროგრამას არ ასაჯაროებს

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები ხვალ, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ფორმატი ექნება ღონისძიებას და ამ კითხვით პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

როგორც “ქართულ ოცნებაში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლები, თუმცა ღონისძიების შესახებ დეტალებს წინასწარ არ ასაჯაროებენ.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ანონსის მიხედვით, “ქართული ოცნების” მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, “ქართული ოცნების” საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას.

არასამთავრობო სექტორისა და ომბუდსმენის ინფორმაციით, მმართველ პარტიას რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანებიც მოჰყავს. რიგ შემთხვევებში კი ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება.

ამავე თემაზე

14 დეკემბრის აქციის წინ რეგიონებში სავარაუდო ზეწოლებზე ომბუდსმენიც საუბრობს

„ოცნებას“ საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს პარტიულ ღონისძიებაზე – NGO-ები

თბილისში “ოცნების” აქციას გორიდან დაახლოებით 3 500 ადამიანი შეუერთდება – გორის მერი

რიგითობა თუ რეფორმების აღიარება – რატომ ხდება საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე?

მასალების გადაბეჭდვის წესი