ახალი ამბები

2020-ში უკრაინის ავტოკეფალიას 3-4 ეკლესია აღიარებს – ეპიფანე

13 დეკემბერი, 2019 • 1671
2020-ში უკრაინის ავტოკეფალიას 3-4 ეკლესია აღიარებს – ეპიფანე

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე ამბობს, რომ მომავალ წელს უკრაინის ავტოკეფალიას კიდევ რამდენიმე ეკლესია აღიარებს.

აღნიშნული მან Ukrayinska Pravda-თან განაცხადა.

„ახლა ჩვენ გვაქვს მკაფიო და დადებითი სიგნალები რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიისგან. მომავალ წელს, ვფიქრობ, მინიმუმ სამი-ოთხი ეკლესია აღიარებს ჩვენს ავტოკფალიას… ეტაპობრივად. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი სხვა ქვეყნის ავტოკეფალია ასე სწრაფად არ უღიარებიათ. ჯერ ხომ მხოლოდ ერთი წელი გავიდა“,- ამბობს ეპიფანე.

ამავე ინტერვიუში ეპიფანე აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის დიდი მიღწევაა, როდესაც მას ამდენი ეკლესია უკვე აღიარებს, მათ შორის, საბერძნეთისა და ალექსანდრიის.

თუმცა დასძენს, რომ სხვა ეკლესიების შემთხვევაში, არსებობს რუსეთის ზეგავლენაც. მისი თქმით, ასე იყო საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაშიც, თუმცა რუსეთმა საწინააღმდეგო ეფექტი მიიღო:

„ჩვენ დავინახეთ, რომ რაც უფრო მეტია ზეგავლენა, მით უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი