ახალი ამბები

“ჰაიდელბერგცემენტმა” “ხარისხის საერთაშორისო კონფერენციას” მესამედ უმასპინძლა

3 ივნისი, 2015 •
“ჰაიდელბერგცემენტმა” “ხარისხის საერთაშორისო კონფერენციას” მესამედ  უმასპინძლა

ეს და სხვა თემები იყო მსჯელობის და დისკუსიის საგანი კახეთში,  სასტუმრო „ყვარლის ედემში” ორ დღიან კონფერენციაზე, რომელსაც  კომპანია “ჰაიდელბერგცემენტმა” 30-31 მაისს უმასპინძლა.   

კონფერენციას  ძირითადი თემა იყო  “ბინათმშენებლობა და  დეველოპმენტი”.

“ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია” ჩვენი კომპანიის ორგანიზებით უკვე მესამედ ტარდება. წელს ეს თემა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ძალიან აქტუალურია, თუნდაც იგივე სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მზარდი იყო უძრავი ქონების ბაზარი 2014 წელს და გვაინტერესებს ახლა სად ვართ” – ამბობს “ჰაიდელბერგცემენტის” სამშენებლო მასალების დირექტორი დავით ჯუღაშვილი .

 

 

დავით ჯუღაშვილის შეფასებით კონფერენციაში, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი იმ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ვინც წარმოების ხარისხით გამოირჩევა:

“ჩვენ არ ვუყურებთ ამ კონფერენციას, როგორც ჩვენს მარკეტინგულ სვლას.  ეს არის კარგი ფორუმი, სადაც შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ სამშენებლო მასალების მწარმოებლები და მომხმარებლები. მაღალი ხარისხი უნდა დაინერგოს წარმოებაში როგოც კერძო, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე, ამით კი  საბოლოოდ მომხმარებელი დარჩება მოგებული”.

კონფერენციაზე რამდენიმე პრეზენტაციას დისკუსია მოჰყვა. კომპანია “ჰაიდელბერგბეტონის” (სპეცბეტონები და ინოვაციოური პროდუქტების) მენეჯერმა გიგი კვაშილავამ ახალი პროდუქტების პრეზენტაცია წარმოადგინა.  

 

“რამხელა დისკუსია გამოიწვია და იყო გამოხმაურება დარბაზიდან. ვფიქრობ რომ აუცილებელია წელიწადში ერთხელ კი არა უფრო ხშირად მოხდეს ასეთი შეხვედრები. რამდენი ახალი ინფორმაცია გაჟღერდა. კერძოდ, საცხოვრებელი სექტორი როგორ ვითარდება. ვფიქრობ კონფერენციის მთავრი გზავნილი ის არის, რომ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მომხმარებლისთვის” – ამბობს გიგი კვაშილავა.

კომპანია “M 2”-ის უძრავი ქონების დეველოპმენტის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ბერიძის შეფასებით, “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული კონფერენცია საინტერესო იყო რამდენიმე მიმართულებით:

“კონფერენცია საინტერესოა ორი მიმართულებით: კოლეგებთან და ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან გვიწევს შეხვედრა. სხვადასხვა სპიკერები გამოვიდნენ. იყო დისკუსია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე წარმოადგინეს საფუძვლიანი  ეკონომიკური მიმოხილვა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის  შესახებ. საინტერესო იყო ინფორმაციის მოსმენა იმის შესახებ, თუ რა სიახლეებია უძრავი ქონების ინდუსტრიაში. რა მასალებით და ტექნოლოგიებით შეიძლება გამდიდრდეს ახალი პროექტები.”

“სახელწოდება “ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია” მიანიშნებს, რომ აქ არის საუბარი ხარისხზე.  20 წელია ადგილობრივ ბაზარზე ვართ და ხარისხი ჩვენი მათვარი ნიშანია.  ამ კონფერენციაზე მოხდა საინტერესო კონტაქტების დამყარება. მოვაწყვეთ ჩვენი პროდუქციის  გამოფენა და მივიღეთ საინტერესო შეთავაზებები” – ამბობს კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.

კონფერენციას, რომელიც “ყვარლის ედემში”  გაიმართა 160-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა  ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერი კომპანიებიდან. დისკუსიაში  მონაწილეობდნენ  სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიური სექტორის სპეციალისტები, ინჟინრები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

მსოფლიო სამშებენლო სექტორში ნოვაციების შესახებ  პრეზენტაცია წარმოადგინა ცნობილმა არქიტექტორმა  ჰადი ტეერანიმ, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მსოფლიო დონის გამორჩეული პროექტების დაგეგმარებასა და მშენებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი