ახალი ამბები

იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა

13 დეკემბერი, 2019 • 1027
იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 504.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის განცხადებით, აქედან 3 381.4 მილიონი აშშ დოლარი ექსპორტი იყო (წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 8 112.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 2.3 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხაებენ, რომ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი