ახალი ამბები

კონსერვატორებმა უმრავლესობა მოიპოვეს – ბრიტანეთის არჩევნები

13 დეკემბერი, 2019 • 1943
კონსერვატორებმა უმრავლესობა მოიპოვეს – ბრიტანეთის არჩევნები

გაერთიანებული სამეფოს 2019 წლის 12 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა, კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ლიდერობით. ლეიბორისტურმა პარტიამ ჯერემი კორბინის მეთაურობით ადგილები დაკარგა.

ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, თუ ვინ დაიკავებს პარლამენტში არსებული 650 ადგილიდან 646-ს. ადგილები ასე გადანაწილდა:

    1. კონსერვატიული პარტია — 361 (უმრავლესობა)
    2. ლეიბორისტები — 203
    3. შოტლანდიის ნაციონალური პარტია (SNP) — 48
    4. ლიბერალ-დემოკრატები — 11
    5. დემოკრატიული უნიონისტური პარტია (DUP) — 8
    6. შინ ფეინი (ირლანდიის მუშათა პარტია Sinn Féin) — 7
    7. ინგლისისა და უელსის მწვანეთა პარტია — 4
    8. მწვანეთა პარტია — 1
    9. ნაიჯეფ ფარაჯის ბრექსიტის პარტია — 0
    10. UKIP — 0

შედეგების გამოცხადებისა და მარცხის შემდეგ ლეიბორისტების ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელის პოსტს არ დატოვებს, თუმცა მომავალ არჩევნებში პარტიას არ გაუძღვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი