ახალი ამბებირეკლამა

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

12 დეკემბერი, 2019 • 2062
WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევროპის გარეთ.

განსაზღვრულია, რომ Wizz Air Abu Dhabi ჩამოყალიბდება როგორც ერთობლივი წამოწყება და შესაბამისი ოპერაციები დაიწყება 2020 წლის მეორე ნახევარიდან. ავიაკომპანია მიმართული იქნება იქითკენ, რომ მარშრუტები დაინიშნოს იმ ადგილების მიმართულებით, სადაც Wizz Air ოპერირებს, კერძოდ ცენტრალური, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. ამას გარდა, სამომავლოდ ასევე ინდოეთის ნახევარკუნძულის, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკის მიმართულებით.

Wizz Air-ს სჯერა, რომ აბუ-დაბიში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის დაფუძნება ხელს შეუწყობს აბუ-დაბის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული და ტურისტული დანიშნულების ადგილის, ზრდას. ADDH-ის მიერ ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, მხარდაჭერა და ნავიგაცია Wizz Air-ისთვის ახალ ბაზარზე, ფასდაუდებელია და ხელს შეუწყობს ახალი ავიახაზის წარმატებას.

ახალი ავიაკომპანიის დაარსება ექვემდებარება შეთანხმებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ძალაში შესვლას, ყველა საჭირო შიდა და გარე თანხმობის მიღებას და ასევე შესაბამისი მარებულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც წაყენებულია არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანის მიერ, რათა კომპანიამ მოიპოვოს საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი

Airbus A321 ნეო თვითმფრინავით შექმნილი ფლოტისა და მსოფლიოს ყველაზე ეფექტური ვიწრო თვითმფრინავის საშუალებით, Wizz Air Abu Dhabi მოიპოვებს ბაზარზე წვდომას 5 მილიარდი მგზავრის მეშვეობით მთელ ევროპაში და მის საზღვრების მიღმა. ახალი ავიაკომპანიის მიდგომა საკუთარი მომხარებლისადმი იქნება ზუსტად ისეთივე როგორიც მსოფლიოში ყველაზე ეკო მეგობრული კომპანიის, Wizz Air-ის შემთხვევაშია და იგი შესთავაზებს მათ უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობას.

Wizz Air ჰოლდინგსის გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ, დღეს აბუ-დაბიში შემდეგი განცხადება გააკეთა: 

,,ვამაყობთ, რომ ჩვენი პირველი ავიახაზი, რომელიც შეიქმნება ევროპის ფარგლებს გარეთ, არის არაბთა გერთაინებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში. ADDH-ის მიერ ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა, მათი მხარდაჭერა და ნავიგაცია Wizz Air-ისთვის ახალ ბაზარზე, ფასდაუდებელია და ხელს შეუწყობს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავაიხაზის წარმატებას.“

,,Wizz Air Abu Dhabi, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს წარმატებულ დაბალბიუჯეტიან ბიზნეს მოდელზე, ხელს შეუწყობის Wizz Air-ის ზრდას, რაც საშუალებას მისცმეს კიდევ მეტ მომხმარებელს, რომ ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ. გვჯერა, რომ ახალ ავიახაზს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონის მნიშვნელობანი მონაწილე. მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო ჰ.ე. შეიხ მუჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნონ ალ ნაიანანს და ბატონ მუჰამედ ალ სუვაიდს მათი თავდადებისა და მხარდაჭერისთვის, რის გარეშეც ეს მშვენიერი პარტნიორობა ვერ შედგებოდა’’ – დაამატა მან.

ჰ.ე. შეიხ მუჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნონ ალ ნაიანანსმა, აბუ-დაბის აეროპორტების თავმჯდომარემ განაცხადა:

,, ვინაიდან აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ზრდას, როგორც ძირითადი კარიბჭე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და მთლიანად რეგიონში, ჩვენ მივესალმებით ახალი ავიახაზის დაფუძნებას და იმ გავლენას რასაც ეს პარტნიორობა მოუტანს ჩვენს მზარდ ეროვნულ ეკონომუკურ განვითარებას. ჩვენ ველით მომავალში მათთან წარმატებულ პარტნიორობას.’’

ბატონი მუჰამედ ალ სუვაიდსი, ADDH-ის გეენერალურმა დირექტორმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

,,ახალი ავიაკომპანიის ჩაშვება კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საამირეობს ძლიერი საავიაციო ინფრასტრუქტურა აქვს. იმის გარდა, რომ აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი ცნობილია ტრანსფერული რეისებით, წელს საგრძნობლად მოიმატა იმ მგზავრთა რაოდენობამ, ვისთვისაც აბუ-დაბი დანიშნულების ადგილია. ახალი შეთავაზებები, შთააგონებს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ ესტუმრონ აბუ-დაბის. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ვუმასპინძლოთ სტუმრებს და შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული გამოცდილება ამ ერთობლივი პროექტის საშუალებით.’’

მასალების გადაბეჭდვის წესი