ზეპ ბლატერმა ციურიხში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აპირებს გადადგეს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იქნება ახალი არჩევნები, სადაც არჩეული იქნება ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
როგორც ბლატერმა განაცხადა, ის არ დაასახელებს თავის კანდიდატურას, თუმცა იმოქმედებს, როგორც ფიფას პრეზიდენტი არჩევნებამდე:
“მიუხედავად იმისა, რომ FIFA-მ მომცა ახალი მანდატი, ხელახლა იქნა არჩეული პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ეს მანდატი არ არის მხარდაჭერილი საფეხბურთო სამყაროსგან: გულშემატკივარი, კლუბები, მოთამაშეები”- განაცხადა ბლატერმა.
ის მზად არის მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა და გადადგეს:”ეს მოხდება რაც შეიძლება მალე და ფიფას ეყოლება ახალი პრეზიდენტი. მე გავაგრძელებ ფუნქციების შესრულებას, როგორც ფიფას პრეზიდენტი, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება.”
ბლატერი ფიფას პრეზიდენტია 1998 წლიდან. მისი რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა კორუფციულმა სკანდალმა. ბლატერი გასულ კვირას ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა ამ სკანდალის გამოძიება მაინც გრძელდება.