ახალი ამბები

თადუმაძე უზენაესის უვადო მოსამართლეა

12 დეკემბერი, 2019 •
თადუმაძე უზენაესის უვადო მოსამართლეა

პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასმართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. მის მხარდასაჭერად ხმა 89 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი.

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელსაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ:

  1. მერაბ გაბინაშვილი – მომხრე – 86, წინააღმდეგი – 1;
  2. მირანდა ერემაძე – მომხრე – 83 , წინააღმდეგი – 1;
  3. მამუკა ვასაძე – მომხრე – 88 , წინააღმდეგი – 0;
  4. მაია ვაჩაძე – მომხრე – 90, წინააღმდეგი – 0;
  5. თამარ ზამბახიძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 0;
  6. შალვა თადუმაძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 1;
  7. ვლადიმერ კაკაბაძე – მომხრე – 86, წინააღმდეგი – 1;
  8. ლევან მიქაბერიძე – მომხრე – 89, წინააღმდეგი – 1;
  9. გიორგი მიქაუტაძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  10. ნუგზარ სხირტლაძე – მომხრე – 90, წინააღმდეგი – 0;
  11. ლალი ფაფიაშვილი – მომხრე – 88, წინააღმდეგი – 0;
  12. ნინო ქადაგიძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  13. ქეთევენ ცინცაძე – მომხრე – 85, წინააღმდეგი – 1;
  14. ალექსანდრე წულაძე – მომხრე – 87, წინააღმდეგი – 1;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სულ 20 კანდიდატურა იყო წარდგენილი, რომელთაგან მხოლოდ 14-მა მიიღო კომიტეტის რეკომენდაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი