ახალი ამბები

მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

12 დეკემბერი, 2019 • 2989
მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს

ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო 88 ხმით.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, 12 დეკემბერს მიიღო.

მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირა. სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

მიზეზი მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა ე.წ. “ქართუს საქმეზე”, სადაც მელია დამნაშავედ ცნეს და სანქციად ფულადი ჯარიმა, ასევე, თანამდებობრივი შეზღუდვა დაუწესეს. მელიას თანაგუნდელების განმარტებით, პარლამენტს მელიასთვის მანდატი ჯერ არ უნდა შეეწყვიტა, რადგან არსებობს შანსი, რომ სასამართლოს ზემდგომ ინსტანციაში ეს უკანასკნელი გამართლდეს. უმრავლესობის წევრის, ენძელა მაჭავარიანის თქმით, თუ მელიას ზემდგომი ინსტნაციები გაამართლებენ, არსებობს მექანიზმი, რომ მას მანდატი დაუბრუნონ, თუმცა ამისთვის ენმ-მ თავისი სიიდან მელიას ადგილმონაცვლე არ უნდა დაასახელოს.

ამავე თემაზე

კახა ოქრიაშვილი ერთადერთი დეპუტატია “ოცნებიდან”, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი