პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება 88 დეპუტატმა მიიღო. ყველა მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წევრი, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, მაგრამ მელიასთვის მანდატის შეწყვეტას ხმა არ მისცა, კახა ოქრიაშვილია. ასეთი კიდევ სამი დეპუტატია: ეკა ბესელია, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, თუმცა ისინი უმრავლესობის წევრები არ არიან.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed