ახალი ამბები

დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება

31 მაისი, 2015 •
დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება

ცესკოს ცნობით, ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან “ქართული ოცნების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატები, ხოლო სენაკში რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელიც.


“ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ იხსნება ერთი უბანი, სადაც სულ – 1152 ამომრჩეველია.”

 

ცესკოს ინფორმაციით, სამივე უბანზე ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათზე დასრულდება. რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს და, როგორც კი ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმებს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.

 

 ხმის მიცემის მიმდინარეობას დააკვირდებიან შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 დამკვირვებელი და მედიაორგანიზაციები.

 

ცესკოს ცნობით, იმუშავებს სარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. 


ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი