ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ახალ აღმასრულებელ მდივანს პარტიის პოლიტიკური საბჭო 3 კვირაში აირჩევს. მისივე თქმით, არ გეგმავს, რომ ამ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა:
“მიმაჩნია, რომ ჩვენ შორის მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოუერთდნენ და რომლებიც ჩვენი, პარტიის ძველი და გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერით, საერთო საქმეს წინ წაიყვანენ,”– ამბობს ჭიაბერაშვილი.
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ დროებით პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შესრულება დამავალ…
Posted by Zurab Tchiaberashvili on Saturday, May 30, 2015
ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე 25 მაისს გავიდა. ჯაფარიძის განცხადებით, დეპუტატები არ აპირებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლონ.