ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალისთვის გამოყოფილი 3 მილიარდი რუბლი გაიფლანგა – რუსეთის პროკურატურა

12 დეკემბერი, 2019 • 1446
ცხინვალისთვის გამოყოფილი 3 მილიარდი რუბლი გაიფლანგა – რუსეთის პროკურატურა

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი ფულის [3 მილიარდი რუსული რუბლი – დაახლოებით 48 მილიონი აშშ დოლარი] გაფლანგვაზე, სისხლის სამართლის 116 საქმის გამოძიება მიმიდინარეობს. 

რუსული მხარის ცნობითვე, ვინაიდან საქმეების გამოძიება რუსეთშივე მიმდინარეობდა, დამნაშავე პირთა ნაწილი პატიმრობაში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ნაწილს კი შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი