ახალი ამბები

ბოკერია უგულავასთვის ბრალის წარდგენაზე: ეს არის დღევანდელი რეჟიმის სახე

11 დეკემბერი, 2019 • 890
ბოკერია უგულავასთვის ბრალის წარდგენაზე: ეს არის დღევანდელი რეჟიმის სახე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია აფასებს თანაგუნდელ გიგი უგულავასთვის აეროპორტის ინციდენტზე ბრალის წარდგენის საკითხს და ამბობს, რომ “ესაა დღევანდელი რეჟიმის სახე”.

ბოკერიას თქმით, ინციდენტში ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი მონაწილეობდა. ბოკერიას თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას საპროცესო გარიგება აქვს გაფორმებული სხვა საქმეზე:

“მივიდა პოლიცია და მას წაუყენეს ბრალი თავდასხმის და ცემისთვის. მეორე პირსაც წაუყენეს თუ არა ბრალი, არ ვიცი, მაგრამ წინაწარი ინფორმაციით ის არის ვინმე გავაშელიშვილი, ძიუდოისტი ნაკრების წევრი, რომელსაც საპროცესო აქვს გაფორმებული ამ ხელისუფლების მიერ. ამას ვადგენთ. გიგის წარუდგინეს ბრალი. ესაა დღევანდელი რეჟიმის სახე.

იქ იყო ახალგაზრდა გოგო, რომელიც შეესწრო ამ ყველაფერს და ის პოლიციას სთხოვდა, აქ ვარ მოწმე და დამკითხეთო. ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ არც ჩაიწერეს მისი მონაცემები. კამერის ამოღებაზე ადვოკატს უთხრეს, ეს მსუბუქი დანაშულია და კამერას ვერ ამოვიღებთო. ეს არის, სამწუხაროდ, პოლიციის, ივნაიშვილის და მისი კლოუნების სახე” ,- ამბობს ბოკერია.

უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი