ახალი ამბები

“ლელო რეალურ და ქმედით შრომის ინსპექციას ითხოვს” – კუპრაძე

11 დეკემბერი, 2019 • 1404
“ლელო რეალურ და ქმედით შრომის ინსპექციას ითხოვს” – კუპრაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო დასაქმებულთა სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად ქმედითი და რეალური შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვს.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შრომის ინსპექცია იქცა ტრაგედიების შემდეგ პოსტფაქტუმ პროცესების ფორმალურ შემფასებლად, სადაც ისინი ადგენენ სტანდარტების დარღვევას.

ლელოში აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა არაეფექტური და უმოქმედოა პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, რაზეც მიუთითებს არაერთი არსებული სტატისტიკა:

“რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა. დაზარალებულები მრავალი მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.

,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება უმოქმედოა ამ მძიმე რეალობასთან ბრძოლაში. შრომის ინსპექცია არ არის აღჭურვილი შესაბამისი მატერიალური, ადამიანური და უფლებრივი რესურსებით, რათა შეძლოს შრომითი უსაფრთხოების კონტროლი დასაქმების ადგილებზე. შრომის ინსპექცია იქცა ტრაგედიების შემდეგ პოსტფაქტუმ პროცესების ფორმალურ შემფასებლად, სადაც ისინი ადგენენ სტანდარტების დარღვევას. სასამართლო სისტემა არაეფექტური და უმოქმედოა პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, რაზეც არაერთი არსებული სტატისტიკა მიუთითებს”, – აცხადებს “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე.

კუპრაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელო“ მოითხოვს შრომის რეალურ და ქმედით შრომით ინსპექციას, რათა დაცული იყოს თითოეული დასაქამებული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება:

“ქვეყანაში მიმდინარე სიკვდილის ქრონიკაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც არ არის მოწოდებული მძიმე სტატისტიკის პრევენციისკენ. მოძრაობა ,,ლელო“ მიიჩვევს, რომ დაცული და ღირსეული შრომა არის შემდგარი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საზრუნავი’’, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

რუსთავში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

მასალების გადაბეჭდვის წესი