ახალი ამბები

ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცეს

11 დეკემბერი, 2019 • 810
ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცეს

პარლამენტმა დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტიკიცა. საკითხს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს დღეს მიმართა.

აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა კაკი ზოიძემ მანდატი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზოიძემ მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე კანონპროექტის ჩავარდნისა და ამ საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხუნდაძე არის ერთ-ერთი “ოცნების” იმ მაჟორიტართაგან, რომელიც ღიად დაუპირისპირდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, 2024 წელს კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი