ახალი ამბები

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძე წარადგინეს

11 დეკემბერი, 2019 • 1032
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძე წარადგინეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ხუნდაძე წარადგინეს. აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის შესახებ ბიუროს საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა.

აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა კაკი ზოიძემ მანდატი დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზოიძემ მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე კანონპროექტის ჩავარდნისა და ამ საკითხზე პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებაზე მმართველი გუნდის უარის შემდეგ.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხუნდაძე არის ერთ-ერთი “ოცნების” იმ მაჟორიტართაგან, რომელიც ღიად დაუპირისპირდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2024 წელს კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი