ახალი ამბები

აქტივისტებმა ქუთაისში ნაძვის ხეზე “ოცნების” ლიდერების ფოტოების დაკიდება სცადეს

11 დეკემბერი, 2019 • 981
აქტივისტებმა ქუთაისში ნაძვის ხეზე “ოცნების” ლიდერების ფოტოების დაკიდება სცადეს

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა ქუთაისში ნაძვის ხეზე “ოცნების” ლიდერების ფოტოების დაკიდება სცადეს.  ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედიაგამოცემა წერს, პოლიციამ აქტივისტებს მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე ფოტოების ჩამოკიდების საშულაება არ მისცა და განუცხადა, რომ აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.

მოგვიანებით აქტივისტებმა სურათები ნაძვის ხის მიმდებარედ, ბუჩქზე დაკიდეს. როგორც “გაბედეს” წევრები განმარტავენ, ფოტოზე გამოსახული პირები “ბიძინას სათამაშოები არიან”:

“ესენი არის ბიძინას სათამაშოები, რომელსაც ბიძინა ათამაშებს, რასაც ის  ეუბნება, იმას ასრულებენ.  ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თუ არ მოგცემენ ნაძვის ხის მორთვის საშუალებას, ქალაქში მდებარე ყველა ბუჩქი “ბიძინას სათამაშოებით” მოირთვება”, – ამბობს “გაბედეს” აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე “ქუთაისი პოსტთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი