„ვენდის“ რესტორნებში kids meal-ს დაბადების დღის ცენტრის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მოყვება. “დანკინ დონატში“ კი დონატის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მანჩქინს მიიღებს.
ვაკეში, ჭავჭავაძის 36ა-ში მდებარე ობიექტზე, სადაც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები ერთადაა განთავსებული, სტუმრად მოსულ ბავშვებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. მათ Hello Kitty-ს გმირი დახვდებათ, ანიმატორი და Dj გაართობთ, მონაწილეობას მიიღებენ პროფესიულ ფოტოსესიაში და დააგემოვნებენ სადღესასწაულო ტორტს. ბავშვებს ყველა მაგიდაზე დახვდებათ გასაფერადებლები და მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სახალისო თამაშებსა და კონკურსებში, მოიგონ პრიზები.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.
ვისოლ ჯგუფმა ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერარატორთან ”დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 ”დანკინ დონატსის” რესტორანს გახსნის.