ახალი ამბები

“საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი გვყავს” – ევროკავშირის ელჩი

11 დეკემბერი, 2019 • 1894
“საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი გვყავს” – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების თაობაზე ამბობს, რომ არ იცის, ზუსტად რა იგულისხმა პრეზიდენტმა ამ განცხადებაში, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძლიერი პარტნიორია თავდავის სფეროში:

“არ ვიცი, ამ განცხადებაში ზუსტად რა იგულისხმა, თუმცა განათლების ნაწილში ვეთანხმები. მგონია, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისინი ცენტრალურ აფრიკასა და მალიში მისიებში მონაწილეობდნენ, რის გამოც ძალიან მადლიერი ვართ, იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზეც. ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ, თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში (თარგმანი “რუსთავი 2”).

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კულტურის დაცვის საჭიროებაზე საუბრისას თქვა, რომ “ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”:

“ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება არც ის ეკონომიკური ძალიან ძლიერი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი მომავლით” ,– თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და მედია დაადანაშაულა განცხადების დამახინჯებასა და ბულინგში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მედიას ადანაშაულებს ჯარზე გაკეთებული განცხადების დამახინჯებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი