ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: სულ მცირე 100 წელი გვეყოფა ბუნებრივი აირის მარაგი

28 მაისი, 2015 •
ალიევი: სულ მცირე 100 წელი გვეყოფა ბუნებრივი აირის მარაგი

“ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზნებს თავის დროზე, შესაძლებელია, უფრო ადრეც. უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მდიდარი რესურსები სულ მცირე 100 წელი კიდევ იქნება საკმარისი ჩვენთვის და ჩვენი პარტნორებისთვის. რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ჩვენი ბაზრებზე გასასვლელად. თუ TAP-ის პროექტში რაიმე პრობლემა გაჩნდება, ჩვენ თურქეთის ბაზარზე მეტ ბუნებრივ აირს გავიტანთ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ბაზრის პრობლემები არ გვაქვს. უბრალოდ, TAP-ის ყველა მონაწილე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს პროექტს და ხელოვნური პრობლემები არ უნდა შექმნას”, – განაცხადა ალიევმა.


ილჰამ ალიევი დავოსში
ილჰამ ალიევი დავოსში ‘ბაქო 2015’-ის მიერ ორგანიზებულ სადილზე, 23/01/2015, ფოტო: baku2015.com


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი