ნეტგაზეთი | სილაგაძე, მიქაუტაძე, ალანია, ქადაგიძე, გაბინაშვილი, თქვენ ისევ გყავთ სიაში – ბესელია ასარჩევ მოსამართლეებზე სილაგაძე, მიქაუტაძე, ალანია, ქადაგიძე, გაბინაშვილი, თქვენ ისევ გყავთ სიაში – ბესელია ასარჩევ მოსამართლეებზე – Netgazeti

სილაგაძე, მიქაუტაძე, ალანია, ქადაგიძე, გაბინაშვილი, თქვენ ისევ გყავთ სიაში – ბესელია ასარჩევ მოსამართლეებზე

დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ეკა ბესელიამ იმ მოსამართლეების სიაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 12 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.

„ყველას, ვინც ამ დარბაზში დღეს ხართ „ქართული ოცნების“ პარტიაში, გარდა ირაკლი ტრიპოლსკისა, მე თქვენ ყველას დაგხვდით იმ პარტიაში. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, როდესაც ეს პარტია დავტოვე, სწორედ ამ თემის გამო. არცერთი წუთი არ მიფიქრია, როცა გადავდექი თანამდებობიდან სწორედ ამ სიის გამო, რომ ეს სია სესიაზე არ გამოსულიყო. იმიტომ, რომ იყო საფრთხე, რომ ისევე როგორც ახლა, 12 დეკემბერს ჯალათად წოდებული ადამიანები გასულიყვნენ… იმ 10-კაციანი სიიდან ხუთი გვარი აქ მეორდება. სილაგაძე, მიქაუტაძე ალანია, ქადაგიძე, გაბინაშვილი თქვენ ისევ გყავთ ამ სიაში და მას დამატებული სხვა გვარიც“.

ეკა ბესელიამ თავის კოლეგებს უმრავლესობიდან მოუწოდა, დაფიქრდნენ, ვიდრე ბოლო ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევენ:

„თქვენ უნდა მიიღოთ [12 დეკემბერს] გადაწყვეტილება, ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეები უნდა აირჩიოთ. განსაკუთრებით მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს, ვინც პირველ ოქტომბერს იდექით ყველაზე რთული არჩევანის წინაშე…

იმ 20-კაციან სიაში, რომელიც დარიგდება სესიაზე, 16 არის მოსამართლე და გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ისინი მსახურებენ იმ პერიოდში, რომელზეც არათუ თქვენ, არამედ იმ პერიოდის ხელისუფლებაში მყოფი პირები აღიარებენ, რომ იყო უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკური დავალების შემსრულებლები. თქვენ საკუთარ თავზე ბევრმა, საკუთარ ოჯახებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, გადაიტანეთ, რას ნიშნავდა, როცა მოსამართლე იყო პოლიტიკური გუნდის მსახური. აი, ასეთი ადამიანები არიან ამ სიაში უმრავლესობა და კიდევ დარჩენილი ორი, რომელიც იმ ყველაზე გახმაურებული გვარების, თქვენ რომ ოდიოზურ გვარებად მოიხსენიებთ, აი, იმ გვარების მრჩევლები ან ასისტენტები იყვნენ.

აი, ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველოს პარლამენტი და ისინი, ვინც დღეს ამბობთ, რომ შეაჩერეთ 10-კაციანი სია და იღებდით ამაში მონაწილეობას, მე განსაკუთრებით მათ მინდა ვუთხრა – აი, აქ გამოჩნდება, თქვენ ნამდვილად იყავით თუ არა იმ პროცესში [გასული წლის დეკემბერში] აქტიურები. ისიც სიმბოლურია, რომ ერთი წლისთავზე ხდება დღეს მეორედ ამ გადაწყვეტილების მიღება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი