New York Times-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას მმართველი პირები და მისი პრეზიდენტი ჯოზეფ ბლატერი დაიცვა.
“ვიცით ის ზეწოლა, რასაც ბლატერი განიცდიდა რუსეთში 2018 წელს დაგეგმილი ფიფას მსოფლიო თასის გაუქმების მოთხოვნით, – ამბობს პუტინი.
ამის შემდეგ მან ფიფას ჩინოსნების დაკავებაზე საუბრისას ედუარდ სნოუდენისა და ჟულიან ასანჟის შემთხვევები გაიხსენა. პუტინი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კანონის დარღვევით დევნიდეს მათ.
“ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანაშმრომლის ედუარდ სნოუდენის მიმართ, რომელმაც გამოააშკარავა აშშ-ის არალეგალური ქმედებები, რომელსაც ეს ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით სჩადის. ევროპაში ყველამ იცის ამის შესახებ, თუმცა არავინ მისცა თავშესაფარი, უსაფრთხების გარანტია მას, არავის სურს თავის ძველ პარტნიორთან დაპირისპირება. რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი? სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი კოლეგები იყენებენ ასეთ მეთოდებს ეგოისტური მიზნების მისაღწევად, რომ ადამიანები კანონის საწინააღმდეგოდ დასაჯონ. არ გამვრიცხავ, რომ ფიფას შემთხვევაშიც ასე იყოს”, – განაცხადა პუტინმა.
New York Times-ის ცნობით, 27 მაისს, დილით ციურიხში FIFA-ს რამდენიმე ოფიციალური პირი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ვიცეპრეზიდენტი ჯეფრი ვები.
გამოძიებას FBI სამი წლის განმავლობაში ატარებდა. გამოძიების პროცესში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მოიაზრებოდა FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, თუმცა ის ამჟამად დაკავებულთა შორის არ არის.
FIFA-ს 10-ზე მეტ წარმომადგენელს ბრალად ედება მსოფლიო თასის მიმდინაორებისას მარკეტინგულ აფიორებში მონაწილეობა. ასევე, ასოციაცია კანონის დარღვევით გასცემდა ლაივ-მაუწყებლობის ლიცენზიებს. ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, მათი სამიზნე FIFA-ს აღმასრულებელი კომისია გახდა, რომელსაც დიდი ძალაუფლება აქვს.