ახალი ამბებირეკლამა

ალდაგმა Welcome to Georgia-ს გამარჯვებული დააჯილდოვა

9 დეკემბერი, 2019 • 794
ალდაგმა Welcome to Georgia-ს გამარჯვებული დააჯილდოვა

ალდაგმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia-ს გამარჯვებული დაასაჩუქრა. ნომინაციაში „საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული კომპანია“ – Mountain Freak გახდა და მას ჯილდო ალდაგის კორპორატიული დაზღვევის გაყიდვების დირექტორმა, დავით ეჯიბიამ გადასცა. ალდაგი წელს Welcome to Georgia-ს ერთ-ერთი პარტნიორი იყო.

“Mountain freaks” ტურისტულ-სათავგადასავლო კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არსებობს და ტურისტებს საქართველოში პროფესიონალურ ექსპედიციებს სთავაზობს. „მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა პირველად მივიღეთ და ეს ჯილდო ჩვენთვის უდიდესი სტიმულია, რომ უფრო და უფრო განვვითარდეთ, მეტი საქმე გავაკეთოთ საქართველოსთვის და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის,“- განაცხადა ნიკა გომიაშვილმა, mountain freak-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

„სადაზღვევო კომპანია ალდაგი Welcome to Georgia-ს რამდენიმე წელია მხარს უჭერს. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ჩვენი რესურსებით დავეხმაროთ პროექტის განხორციელებას და მხარი დავუჭიროთ ცალკეულ ტურისტულ კომპანიებსაც,“- განაცხადა ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

„Welcome to Georgia!“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი