ახალი ამბები

სამი საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს – მდინარაძის განმარტება

9 დეკემბერი, 2019 • 1289
სამი საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს – მდინარაძის განმარტება

უმრავლესობის სხდომის შემდეგ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 9 დეკემბრის შეხვედრის დროს გუნდმა 3 ძირითადი საკითხი განიხილა, მათ შორის, ერთ-ერთი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა იყო.

რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, მდინარაძის თქმით, ეს იყო – მოსამართლეთა არჩევისა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა.

“პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენი შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ ანუ ამერიკულ სისტემაზე გადასვლაზე დაკავშირებით,“ – ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, საბოლოოდ შეთანხმება 2-3 დღეში შედგება, ამ პერიოდისთვის კი უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ განიხილავენ რიგ ტექნიკურ საგნებს. ამის შემდეგ კი:

“დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ა.შ. ამ შეთანხმების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორიცლებენ. ეს შეთხნმება იქნება ამის საფუძველი, შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ შეთანხმება პრინციპის დონეზე შედგა,“ – განმარტავს მდინარაძე.

მისი თქმით, მეორე საკითხი სასამართლოს და მოსამართლეთა არჩევას შეეხებოდა. მდინარაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომაზე “ოცნების“ წევრებმა იურიდიული კომიტეტი ხელმძღვანელისა და წევრები მიერ წარმოდგენილი ანგარიში განიხილეს.

ეს ანგარიში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებს ეხება. მათი განხილვის შემდე გკი პარლამენტარები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭირონ თუ არა ამა თუ იმ კანდიდატს მხარი.

“დღეს შემიძლია გითხრათ, გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებოს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამაზე საერთო ანალიზი მსჯელობის დროს წამოსული დეპუტატებისგან ნათლად მომწობს, მაგრამ მე სახელებსა და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ გავაჟღერებ,“ – დასძენს მდინარაძე.

რაც შეეხება მესამე საკითხს, მდინარაძე თქმით, სხდომის დასრულდებამდე მათ საკმარისი დრო დარჩათ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან გუშინდელ შეხვედრაზე ემსჯელათ. კერძოდ კი გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებულ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე. 

მდინარაძე ამბობს, რომ ამ საკითხის განსახილველად და “გადაწყვეტილების კონტურების“ მისაღებად ოცნებას რამდენიმე დღე დასჭირდება. ამაზე პარტიაში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ისაუბრებენ.

“ჩვენ ცალსახად პირველივე შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ თუ ვიმსჯელებთ მაჟორიტარულ სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები… ეს ცალსახად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ მიზანშეწონილობაზე უნდა ვილაპარაკეოთ.

ეს შემოთავაზება ჩვენ მივიღეთ გუშინ, ამ კვირის განმავლობაში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე, გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები გვექნება,“ – ამბობს მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი