ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, “ოცნება“ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე თანახმაა

8 დეკემბერი, 2019 • 2070
წულუკიანის თქმით, “ოცნება“ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე თანახმაა

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელიც, დაახლოებით, 5 საათს გრძელდებოდა, დასრულდა. ორივე მხარე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი და სიახლე, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემაა, ოღონდ არსებული შერეული მოდელის ფარგლებში.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩევა 73 მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო 77 დეპუტატი პროპორციული წესით ანუ სიით შედის საკანონმდებლო ორგანოში. მ

რავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რაზეც წულუკიანი საუბრობს, ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა შემცირდება, სამაგიეროდ გაიზრდება ერთ ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობა. მაგალითად თუ გაერთიანდება 4 საარჩევნო ოლქი (პირობითად გორი, ქარელი, ხაშური, კასპი), ამ გაერთიანებულ ოლქში პირველ 4 ადგილზე გასული მაჟორიტარობის კანდიდატი შევა პარლამენტში მეორე ტურების გარეშე.

შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ დღევანდელი დღე კონრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კვლავ განაცხადა, რომ გერმანული მოდელი ან მისი ვარიაცია, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა, არაკონსტიტუციურია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს:

“მეორე ნაწილი დისკუსიის ეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო პარტიორებმა დააყენეს წინადადება, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული – მოქმედი  კონსტიტუციის ფარგლებში ხომ არ გვემსჯელა, რომ საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყო არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული, ოღონდ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში.

ამასთან დაკავშირებთ ჩვენ ვთქვთი, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა?! განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორიო პარტიორმა ზეპირად წაიკთხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ჩავიხედოთ, დეტალებში და ოპოზიციამააც განაცხადა იგვიე, რომ მათ შიგნით დასჭირდებათ მსჯელობა და შეთანხმება – აწყობთ თუ არა ეს მოდელი,“ – ამბობს წულუკიანი ჟურნალისტებთან.

მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით საუბარს ადასტურებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მისი თქმით, “ოცნებას არ დარჩა არგუმენტი და ვერაფერს იტყვის ამ მოდელის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით“.

“მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა: აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევს თითო მაჟორიტარს. მომავალში  ქართულ მოდელში, სადაც არის პროპორციული გადანაწილება 150 ადგილის, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება და იქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი.

მაგალითად, სამეგრელოში ერთი ოლქი იქნება და [არჩევნებზე] 7 საუკეთესო შედეგის მქონე ადამიანი პარლამენტში. ასე მოქმედებს მრავალმდანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და მასთან დაკავშირბით, “ოცნებამ“ თქვა, რომ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ. მაგრამ რაც შეეხება სრულად გერმანულ მოდელს, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, “- თქვა გიორგი ვაშაძემ.

ორივე მხარე ამბობს, რომ მომავალში, შეხვედრების მესამე რაუნდიც უნდა გაიმართოს.

წაიკითხეთ ასევე:

ოპოზიციამ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებით კანონპროექტი შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი