ახალი ამბები

გურჯაანის საჯარო და თბილისის მწვანე სკოლებში ერთი-ერთზე სწავლების კონცეფციის დადასტურების პროექტი განხორციელდა

28 მაისი, 2015 •
გურჯაანის საჯარო და თბილისის მწვანე სკოლებში ერთი-ერთზე სწავლების კონცეფციის დადასტურების პროექტი განხორციელდა

პროექტის მიზანი იყო, სკოლებში Windows ტაბლეტებით სწავლების პილოტირების გზით, გამოევლინა/დაედასტურებინა, თუ რა კონკრეტული ბენეფიტები აქვს ტექნოლოგიების სწავლების პროცესში აქტიურ ინტეგრაციას სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. Microsoft-მა სკოლებს გადასცა Windows-ის ტაბლეტები, რომლებსაც მოსწავლეები ყოველდღიური სწავლების პროცესში იყენებენ.

 

პროექტის მიმდინარეობის პროცესში (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე) წარმატებით განხორციელდა შემდეგი ამოცანები:


– Microsoft-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლების პროცესში ;


– მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერა;


– სკოლებისა და მასწავლებლების დამოუკიდებელი ინიციატივების მხარდაჭერა სასწავლო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.


ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ხორციელდება ინფრასტრუქტურული, მეთოდოლოგიური, პროფესიული განვითარების პროექტები. ტექნოლოგიებს ყოველდღიურად სწავლებაში სულ უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს. თუმცა აუცილებელია ამ პედაგოგების მხარდაჭერა ახალი, ინოვაციური, მოსახერხებელი და მეგობრული ინსტრუმენტებით და რესურსებით. მაიკროსოფტის უახლესი ქლაუდ ტექნოლოგიები, Windows საოპერაციო სისტემა, Office პროგრამები, თაჩ აპლიკაციები განათლებისთვის უაღრესად პროდუქტიული და საინტერესო საგაკვეთილო პრაქტიკის განვითარების საშუალებას იძლევა.


გარდა თავად ინოვაციური ტექნოლოგიებისა, აუცილებელია მასწავლებლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. Microsoft-ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები დაფუძნებულია UNESCO-ს სტანდარტებსა და განათლების თანამედროვე ტენდენციებზე. პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ ემუშვათ ექსპერტებთან, რომლებიც ეხმარებოდნენ საკლასო პარქტიკის უკეთეს დაგეგმვაში, რესურსების და აპლიკაციების შერჩევაში.


პროექტის ფარგლებში ტარდებოდა ონლაინ კონფერენციები, რომლის ფარგლებში პედაგოგები თავიანთ კოლეგებს უზიარებდნენ გამოცდილებას.


განხორციელებული პროექტები, რაც სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ყოველდღიურ რეგულარულ გამოყენებას ითვალისწინებდა, ქვეყნდებოდა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალზე www.educatornetwork.com.

მასალების გადაბეჭდვის წესი