ახალი ამბები

წულუკიანი ევროპარლამენტარებს: ქართულ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები

9 დეკემბერი, 2019 • 1707
წულუკიანი ევროპარლამენტარებს: ქართულ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარებს, რომლებიც ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, პასუხობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს:

“მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ეწვევიან ხოლმე საქართველოს, ყველა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და მათ აზრებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვისმენთ. უბრალოდ, ერთს დავძენდი, რომ ჩვენს ქართულ პენიტენციურ სისტემაში, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტიკური პატიმრები. პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან მცდელობას ახორციელებს, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი” – ამბობს წულუკიანი.

 

ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი