ახალი ამბები

ენმ-ს პოლიტსაბჭო აღმასრულებელ მდივანს კონკურსის წესით შეარჩევს

27 მაისი, 2015 •
ენმ-ს პოლიტსაბჭო აღმასრულებელ მდივანს კონკურსის წესით შეარჩევს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, თუ ვინ იქნება პარტიის  აღმასრულებელებელი მდივანი, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის:

 

“პოლიტიკური საბჭო უნდა შეიკრიბოს. უნდა იყოს მსჯელობა. უნდა გამოვაცხადოთ განცხადებების მიღების შესახებ. სავარაუდოდ, იქნება რამდენიმე კანდიდატურა. ამიტომ პროცედურებს დაცვა სჭირდება. პარტიის სამდივნოში შედის განცახება, ძირითადად ეს იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები და მერე მიმდინარეობს განხილვა, ვინ იქნებოდა უკეთესი ამ შემთხვევაში. ამის შემდეგ პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ვადას ალბათ გამოვაცხადებთ და ეს პროცესი არ გაიწელება”.  

 

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი