ახალი ამბები

ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის ინიციატივა გააპროტესტეს

7 დეკემბერი, 2019 • 1111
ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის ინიციატივა გააპროტესტეს

მინსკის ცენტრში ბელარუსის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის “ინტეგრაციის გაღრმავება” გააპროტესტეს.

დღეს სოჭში იმართება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსადრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საკავშირო რესპუბლიკის ფარგლებში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ.

მომიტინგეები ბეალრუსის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და სოჭში ხელმოსაწერი დოკუმენტების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მომიტინგეები დაახლოებით 6 საათის განმავლობაში კოლონებით გადაადგილდებოდნენ მინსკის ცენტრალურ მოედანზე, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.

აქცია მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ. ფოტო: EPA

რას გულისხმობს ბელარუს-რუსეთის “ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის” ჩამოყალიბება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი