ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ გააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ მეორე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, აქედან ერთი – 2 ნოემბერს, სასულიერო პირი კი – 4 ნოემბერს. გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.