ახალი ამბები

ქუთაისში აქცია დასრულდა, ორგანიზატორები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ

6 დეკემბერი, 2019 • 1796
ქუთაისში აქცია დასრულდა, ორგანიზატორები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ

ქუთაისში დღეს, 6 დეკემბერს გამართული საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული, დასრულდა. აქცია, დაახლოებით, 14:00 საათზე კიკვიძის პარკთან დაიწყო და ქუთაისის მერიასთან დასრულდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ჯერჯერთობით უცნობია, თუ სად და როდის გაიმართება მომდევნო აქცია, თუმცა, პროტესტი რეგიონებში გაგრძელდება. ამასთანავე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მომდევნო ქალაქი, შესაძლოა, ზუგდიდი იყოს, თუმცა ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქუთაისში გამართულ აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. დღეს აქ ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე პოლიციას არავინ დაუკავებია.

მანამდე, კიკვიძის სკვერთან მდებარე ერთ-ერრთი საცხოვრებელი კორპუსიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მოანწილეები მისამართით კვერცები და ცოცხალი ქათამი ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე:

ქუთაისში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო! – ნათელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი