ახალი ამბები

მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო! – ნათელაშვილი

6 დეკემბერი, 2019 • 1120
მთელი სამყარო პროპორციულია, მეგობრებო! – ნათელაშვილი

დღეს, 6 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. თავისი განცხადების დროს მან განმარტა, რომ სამყაროში ყველაფერი პროპორციულია.

შალვა ნათელაშვილმა პროპორციული არჩევნების აუცილებლობა, გარდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის ყველაზე კარგი საშუალებისა, კიდევ ასე დაასაბუთა:

“ეს პროპორციული არჩვენები აჩემებული კი არ გვაქვს ან რაღაც მეცნიერულ-საკონსტიტუციო წიაღსვლებში კი არ ვართ შესულები, ეს პროპორციული ვარიანტი არის გარანტია, რომ მშვიდობიანად გაეყაროს ქართველი ერი თავის მჩაგვრელს უდანაკარგოდ.

მთელი სამყარო პროპორციულია მეგობრებო, ნახეთ ელიფსური გალაქტიკები, როგორ ემთხვევა ერთმანეთს, დედამიწა როგორი პროპორციულია თავისი სიმრგვალით, როგორი პროპორციულია ადამიანის ორგანიზმი?! ყველაფერში პროპორციაა – გული როგორი პროპორციულია?! ის კბილებიც კი, რომლითაც ჩვენს ბიუჯეტს ჭამენ, ის კბილებიც კი პროპორციულად არის განლაგებული, პროპორციის გარეშე ყველაფერი იმსხვრევა და ჩვენ პროპორციას ვაჩუქებთ ჩვენს ქვეყანას ! განვითარებას, გამარჯვებას და ვფიცავთ ამას დავით აღმაშენებლის ნატერფალზე!,“ – ამბობს ნათელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი