ახალი ამბები

ქუთაისში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

6 დეკემბერი, 2019 • 1179
ქუთაისში აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ქუთაისში, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობას “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე პოლიციას არავინ დაუკავებია.

მანამდე, კიკვიძის სკვერთან მდებარე ერთ-ერრთი საცხოვრებელი კორპუსიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მოანწილეები მისამართით კვერცები და ცოცხალი ქათამი ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები კიკვიძის სკევრში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.

როგორც აკაკი ბობოხიძე ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ამბობს, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება, გზად აქტივისტები კი “ქართული ოცნების“ ოფისს გაივლიან და იქ თავიანთ პროტესტს გამოხატავენ.

აკაკი ბობოხიძე ასევე ამბობს, რომ მსვლელობა, დაახლოებით, 2 საათს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, თუ ხელისუფლება მათ ხელს შეუშლის, “პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს“. აქციას, გარდა აკაკი ბობოხიძისა, უერთდებიან ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი