ახალი ამბები

ქუთაისში აქციის მონაწილეების მიმართულებით კვერცხები და ქათამი ისროლეს – “ქუთაისი პოსტი”

6 დეკემბერი, 2019 • 846
ქუთაისში აქციის მონაწილეების მიმართულებით კვერცხები და ქათამი ისროლეს – “ქუთაისი პოსტი”

ქუთაისში, კიკვიძის სკვერთან მდებარე ერთ-ერრთი საცხოვრებელი კორპუსიდან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მოანწილეები მისამართით კვერცები და ცოცხალი ქათამი ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები კიკვიძის სკევრში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.

როგორც აკაკი ბობოხიძე ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ამბობს, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება, გზად აქტივისტები კი “ქართული ოცნების“ ოფისს გაივლიან და იქ თავიანთ პროტესტს გამოხატავენ.

აკაკი ბობოხიძე ასევე ამბობს, რომ მსვლელობა, დაახლოებით, 2 საათს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, თუ ხელისუფლება მათ ხელს შეუშლის, “პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს“. აქციას, გარდა აკაკი ბობოხიძისა, უერთდებიან ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა და სხვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი