ახალი ამბები

NDI; IRI და სხვა ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიას აძლერებენ – USAID და აშშ-ს საელჩო

6 დეკემბერი, 2019 • 2263
NDI; IRI და სხვა ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიას აძლერებენ – USAID და აშშ-ს საელჩო

USAID – ისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი (NDI) და სხვა დამოუკიდებელი, ზეპარტიული ორგანიზაციები ქვეყანაში დემოკრატიას აძლერებენ.

“ჩვენი პარტიორები მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. NDI; IRIglobal და სხვა დამოუკიდებელი, არაპარტიული ორგანიზაციები ეხმარებიან საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში,“ – წერს ტვიტერზე USAID.

ეს განცხადება შემდგომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გააზიარა და დაამატა, რომ ამ ორგანიზაციების მუშაობით ამაყობს.

რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან.

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა იმედის გადაცემა სვოტ ანალიზში.

ის გულისხმობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომლის დაკვეთითაც ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა და აკრიტიკებს.

ამ განცხადებას შემდგომ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, “ღია საზოგადოების ფონდი“, რომლის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ:

“არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ხელისუფლება იწყებს მაშინ, როცა ის იწყებს სვლას ავტოკრატიისკენ”,- ამბობს ქეთი ხუციშვილი.

დემოკრატიული ინსტიტუების აუცილებლობაზე ისაუბრა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ელიზაბედ რუდმაც, რომელმაც ჟურნალისტებთან თქვა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება, დემოკრატიულ ინსტიტუებთან შეთანხმებაში უნდა მოხდეს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესების, პრლამენტისა და არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით,“ – ამბობს რუდი, მისი სიტყვების თარგმანს კი “მთავარი“ არხი ავრცელებს.

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი