ახალი ამბები

“ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

6 დეკემბერი, 2019 • 843
“ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ასევე ესწრება ბიძინა ივანიშვილი.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს დეპუტატებმა. მათი თქმით, დღეს სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილავენ 2024 წლის არჩევნებსა და სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის საკითხს. ეს ინიციატივა, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს და სხვა მაჟორიტარებს ეკუთვნით.

დეპუტატთა ნაწილი, მაგალითად შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა საინტერესო ინიციატივაა და ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია უნდა დაიწყოს. თუმცა, სხვა დეპტატები, მაგალითად, სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა, მისთვის სრულიად მიუღებელია.

წაიკითხეთ ასევე:

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება – რუდი

მასალების გადაბეჭდვის წესი