ახალი ამბები

მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება – რუდი

5 დეკემბერი, 2019 • 938
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება – რუდი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი ამბობს, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის მატებით და ამავდროულად, მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, გამოიყენონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება.

რუდის სიტყვების თარგმანს “მთავარი“ არხი ავრცელებს.

“ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის მატებით, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ დიალოგს მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის უფლებას გამოიყენონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რმ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა განხროციელდეს და არასდროს გადაიზარდოს ძალადობაში.

ჩვენ ასევე ველით, რომ პოლიციის პასუხი იქნება შესაბამისი და დისკრიმინაციულად არ მიუდგება ძალადობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს დემონსტრაციის დროს,“ – ამბობს რუდი.

მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, აშშ-მ კი სტრატეგიული განვითარების დროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, დიდი ინვერსტიცია ჩადო.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესების, პრლამენტისა და არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით,“ – ამბობს რუდი.

წინა კვირას ოპოზიციასა და მართველ გუნდს შორის შეხვედრა შედგა, რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივა იყო. თუცმა, შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე ამბობდა, რომ არსებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი