“სამწუხაროდ, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, არასერიოზული და ინფანტილური გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ყოფნა, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა და ლიდერის პოზიციაზე, ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხიმგებლობას ვერ გაუძლო. ამით არაფერი არ იცვლება. ყველას ესმის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი რეალური ალტერნატივა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ხედვა, კონკრეტული გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და ჩვენ სწორედ ამისთვის ვაპირებთ მუშაობას, – განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.
იგი გამორიცხავს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ რომელიმე წევრმა დატოვოს.